რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნოდარ ჯავახიშვილმა “ეროვნული ფორუმი“ 2011 წელს დატოვა"
"ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, როგორც პოლიტიკური პარტია „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, “ეროვნული ფორუმის“ მიერ კოალიციის და უმრავლესობის რიგებიდან გასვლის გამო, უნდა დატოვოს მინისტრის თანამდებობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არცერთი პარტიის წევრი არ არის. ნოდარ ჯავახიშვილმა “ეროვნული ფორუმი“ ჯერ კიდევ 2011 წელს დატოვა" _ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.