საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი ქართველ სპეციალისტს თემურ მახარაძეს ჩააბარეს., რომელიც სამწვრთნელო კარიერას 35 წელია ეწევა.
მახარაძის წინამორბედს, რუს სპეციალისტს ვიქტორ დემიდოვს თანამდებობის დატოვება ორ აპრილს, სამტრედიის სტადიონზე "ზუგდიდთან" განცდილი მარცხის შემდეგ მოუწია. მორიგი წაგებით განაწყენებულმა "გურიას" აქტიურმა გულშემატკივრებმა გარკვეული სახის დემარშიც კი მოაწყვეს და გატეგორიულად მოითხოვდნენ, დემიდოვისგან პოსტის დატოვებას.