ჯერჯერობით არაა გარკვეული რა ფორმით გააგრძელებენ უკვე დაშლილი კოალიციის წევრი პარტიები მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ "ეროვნული ფორუმი" დატოვა რა კოალიცია, დამოუკიდებლად იბრძოლებს პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯომარე გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მის პარტიას გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში. ვისთან გაერთიანდებიან ისინი, ჯერჯერობით უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია დაახლოებით ათ დღეში მიიღებს. გია ჟორჟოლიანის თქმით, ერთადერთი პარტია, რომელთანაც გაერთიამენას არ გამორიცხავს, არის "ქართული ოცნება."
არ აქვს გარკვეული მომავალი საარჩევნო გეგმები "მრეწველებსაც". მათ ორი-სამი თვე ჭირდებათ რომ გაერკვნენ, აპირებენ თუ არა გაერთიანებას რომელიმე პარტიასთან ან ბლოკთან.
რაც შეეხება პარლამენტის ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრები აპირებენ დამოუკიდებლად მოემზადონ არჩევნებისთვის. მაგრამ ჯერ პოლიტიკური ცენტრი პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს. ამ დღეებში გაიმართება პარტია 'გირჩის" დამფუძნებელი ყრილობა, რომელზეც მოხდება პოლიტიკური ცენტრის პარტიად გარდქმნა.
გამორიცხავენ რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ როგორც ყველა წინა არჩევნებში, პარტია ახლაც დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ოქტომბრის არჩევნებში და გაიმარჯვებს კიდეც.