პარიზის დისნეილენდი დროებით დაიხურა. აღნიშნულ ინფორმაციას WASHINGTONTIMES ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გასართობი პარკის დახურვა 45 წლის თანამშრომლის დაუდგენელი მიზეზით გარდაცვალებამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ის თანამშრომლებმა phantom manor-ის ატრაქციონზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
WASHINGTONTIMES-ის ინფორმაციით, phantom manor პარიზის დისნეილენდში ერთ-ერთი პოპულარული ატრაქციონია, რომელსაც 2015 წელს 15 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკოსის გარდაცვალება შესაძლებელია დენის დარტყმამ გამოიწვია.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას ელექტრიკოსი ექსპერტები დაეხმარებიან.