CNN-ის ინფორმაციით, 2016 წლის ოლიმპიადაზე შესაძლოა ბევრი თავისუფალი ადგილი იყოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ოთხი თვით ადრე მხოლოდ ბილეთების ნახევარია გაყიდული.
როგორც ცნობილია, ბრაზილიის სპორტის მინისტრი, რიკარდო ლეიზერი ბილეთების გაყიდვების გზებს ეძებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,ხელისუფლებამ ბილეთები შესაძლებელია საჯარო სკოლებში დაარიგოს.
მისივე თქმით,საჯარო მოხელეებმა რიოს მიმართ ნდობის გაზრდისთვის უნდა იმუშაონ.
გავრცელებული ცნობით, სპორტისა და ჯანდაცვის ექსპერტები ბრაზილიაში ზიკა ვირუსისგან წარმოქმნილი საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, გარდა ამისა, არსებობს მოსაზრებაც, რომ ბრაზილია ტერორიზმის საფრთხის და პოლიტიკური არეულობის გამო ტურისტების მოზიდვას ვერ შეძლებს.
როგორც ცნობილია, ბრაზილია აპირებს გამოიყენოს ორჯერ მეტი უსაფრთხოების აგენტები, როგორც 2012 წელს ლონდონში მოხდა.