ბაქო რუსულ ტელე არხს ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენების დამახინჯებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS.AZ ავრცელებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ტელე არხის, LIFENEWS-ის ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აკრედიტაციის გარეშე მუშაობდა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, გაფრთხილების მიუხედავად, ტელეარხმა პროვოკაციული ქმედებები განაგრძო.
სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანში ჟურნალისტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს.