"აბსოლუტურად გეთანხმებით. სამწუხაროდ ეს შეიძლება მოხდეს ოზურგეთში. ეს იმის ბრალია, როცა სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ფიქრობენ, რაც მოეპრიანებათ, იმის გაკეთების უფლება აქვთ. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი მოქალაქეები ფიქრობენ, სადაც უნდათ გაშლიან კარავს და შიგ ვაჭრობას გააჩაღებენ." – ასეთ კომენტარს ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე "გურია ნიუსის" სტატიაზე აკეთებს
"ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი თანაქალაქელები თვლიან სადაც უნდათ და როგორც უნდათ, იქ გააჩერებენ თავიანთ ავტომობილებს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ,ქალაქის მერიის მიერ დარგული მწვანე ნარგავები შეუძლიათ წაიღონ და საკუთარ სახლებში დარგონ და ა. შ. ბევრი მსგავსი რამ, დიახ სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში ხდება. ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, როგორც კი ქალაქის მერია იწყებს მსგავსი სამარცხვინო ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას, იმ წუთში ამ ადამიანებს ათასი ჯურის დამცველები გამოუჩნდებათ ხოლმე. პირობას გაძლევთ, ამის გამკეთებელი დაისჯება მთელი სიმკაცრით, რისი ბერკეტიც კი გააჩნია ქალაქის მერიის სამსახურს. ასევე პირობას გაძლევთ, რაც არ უნდა წინააღმდეგობას წავაწყდეთ, აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქში ამ პრობლემებს და ნურავინ შეეცდება ნებისმიერი კატეგორიის მოქალაქის დაცვას იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, რის გამოც ქალაქი გადაგვარდა და ქალაქს აღარ გავს.
p.s.აქვე გაცნობებთ, რომ ზუსტად ამ მანკიერებების აღმოსაფხვრელად(რომელიც სამწუხაროდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ჩვენს ქალაქში) ქალაქის მერიაში შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც შედიან ყველა უწყების სამსახურების წარმომადგენლები. აღნიშნული ჯგუფი სულ მალე შეუდგება მუშაობას და მერწმუნეთ ჩვენ გვამოძრავებს ერთადერთი მიზანი, რომ ჩვენი ქალაქი დავამსგავსოთ ქალაქს. აქვე თხოვნით მივმართავ ყველას, პირველ რიგში კი ჟურნალისტებს, რომ გვერდით დაუდგნენ და ხელი შეუწყონ აღნიშნული ჯგუფის მუშაობას, რამეთუ ეს ჩვენი ქალაქისთვის, მერწმუნეთ ერთობ მნიშვნელოვანია."– აცხადებს ბეგლარ სიორიძე.