სამხედრო ძაღლს, რომელმაც სამხედრო ოპერაციის დროს ცალი ფეხი დაკარგა ომის უმაღლესი ჯილდო მიენიჭა. აღნიშნულ ინფორმაციას TELEGRAPH ავრცელებს.
როგორც ცნობილია, LUCCA, 12 წლის გერმანული ნაგაზია და მას ერაყსა და ავღანეთში 400-ზე მეტ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
გარდა ამისა, ის ექვსი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა.
როგორც ცნობილია, მას ჯარისკაცების სიცოცხლის დაცვა ევალებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, LUCCA არის 67-ე ცხოველი და საზღვაო ქვეითთა კორპუსის პირველი ძაღლი, რომელმაც PDSA Dickin მედალი მიიღო.