ისლანდიის პერმიერ-მინისტრმა, სიგმუნდურ გუნლაუგსონმა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა სთხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა პანამას ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.
როგორც ცნობილია, პანამას ჩანაწერების მიხედვით, მას ოფშორულ კომპანიაში მილიონობით დოლარის ღირებულებების ინვესტიცია აქვს.
"მე დამოუკიდებელი პარტიის ლიდერს ვუთხარი, რომ თუ პარტიის პარლამენტარები მთავრობის მიერ ერთობლივი ამოცანების დასრულებას მხარს არ უჭერენ, პარლამენტი უნდა დაითხოვოს და დაინიშნოს საყოველთაო არჩევნები,"_განაცხადა პერმიერ-მინისტრმა.