ტენესიში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას TELEGRAPH ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 5 მგზავრი დაიღუპა.
ფედერალური ადმინისტრაციის განცხადებით, ვერტმფრენი THE BELL 206 ადგილობრივი დროით 3 საათსა და 30 წუთზე ჩამოვარდა.
როგორც ცნობილია,ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველის თქმით, ალმოდებული ვერტმფრენიდან პილოტი გადმოხტა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს დახმარებას სთხოვდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)








