საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ბურჯანაძის და ინაშვილის პარტიებთან თანამშრომლობა შედგეს:
“ძალიან განსხვავებულია ჩვენი ხედვები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშრებით. ივანიშვილის მიმართ გაისმის ესა თუ ის მტკიცება, რომ მან შეხედა ირმა ინაშვილს ან ბურჯანაძეს, როგორც მომავალ ოპონენტს პარლამენტში.
მაგრამ რეალურად ყველა პარტიასთან დაკავშირებით მე მინდა, დავადასტურო კიდევ ერთხელ, მზად ვართ, ყველა პარტიასთან ვითანამშრომლოთ, თუკი მათ ჩვენი საზოგადოება აირჩევს," _ განაცხადა ვოლსკიმ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.