5 აპრილს, ღამით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებისას ოზურგეთელი კარლო შავიშვილი დააკავეს.
კარლო შავიშვილი "სოკარ -ჯორჯია გაზის" აჭარის შესყიდვების მენეჯერად მუშაობდა.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნების მიმართ გამოძიება დაწყებულია სსკ 260 მუხლით, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა -შენახვას ითვალისწინებს.