პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე თითქმის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი სამომავლო გეგმები, როგორც თავად აცხადებს, პოლიტიკას არ უკავშირდება და ის კვლავ სამეცნიერო სფეროში გააგრძელებს საქმიანობას.
როგორც კვერენჩხილაძე ამბობს, ეს გადაწყვეტილება ერთი თვის წინ თავად მიიღო, თუმცა ის მედიასთან მიზეზებზე არ საუბრობს.
"მარტის შუა რიცხვებში მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და ეს გადაწყვეტილება ძირითადად ჩემს სამეცნიერო მოღვაწეობას უკავშირდება" – განაცხადა პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა.