საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი ამბობს, რომ "რაც მეტი ჭკვიანი ქალბატონი იქნება პარლამენტში მით უკეთესია". ქალების პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობაზე, მათ მნიშვნელოვან როლზე, პარლამენტში მისი სახელით ინიცირებულ კანონპროექტზე თემურ ჭკუასელმა "გურია ნიუსის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "POST ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაში "მონოლოგიდან დიალოგამდე" ისაუბრა.
უყურეთ გადაცემას და გაიგეთ რატომ გამოარჩევს ქალ პოლიტიკოსებს შორის თემურ ჭკუასელი თეა წულუკიანს და რას ამბობს იმ ადამიანების გასაგონად, რომლებსაც თინა ხიდაშელი არ მოსწონთ.