"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნუციპალიტეტის დაბა ლაითურში ციხის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლაითურში მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც 850 მსჯავრდებულზეა გათვლილი, 2017 წლის ბოლოს დასრულდება. მოეწყობა მაღალი რისკის დაწესებულების შესაბამისი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ლაითურის დაწესებულება საქართველოში პირველი მაღალი რისკის დაწესებულება იქნება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აბსოლუტურად დააკმაყოფილებს.