"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ლიდერს, ნეიმარს, ახალი სატრფო გაუჩნდა.
სერბი მოდელი სორაია ვუცელიჩი ნეიმარმა ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე გაიცნო.
ესპანელი და ბრიტანელი ჟურნალისტების ვერსიით, ბრაზილიელი ვარსკვლავისა და სერბი ლამაზმანის რომანი ელვისებური სისწრაფით ვითარდება.
ცნობილია, რომ ნეიმარი დიდხანს ვერ ძლებს საყვარელი ადამიანის გარეშე და ბელგრადში ხშირად გზავნის კერძო თვითმფრინავს, რათა მან დიდმკერდიანი ლამაზმანი ბარსელონაში ჩამოიყვანოს.