საპარლამენტო ოპოზიცია და ზოგადად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები 6 თვით ადრე არჩევნების თარიღის გამოცხადებას უარყოფითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ზაფხულის განმავლობაში, როცა პოლიტიკური აქტივობა განსაკუთრებით დაბალია, მოსახლეობის ინფორმირებულობა ვერ მოხერხდება. რუსთავი2-ის დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს კითხვით მიმართავს.
"რატომ დაინიშნა არჩევნები 8 ოქტომბერს Giorgi Margvelashvili? წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნებამდე 60 დღით ადრე. აგვისტო მკვდარი თვეა და ყველას ცხელა, ოღონდ არა არჩევნებისთვის. სხვას რომ თავი დავანებოთ, ურბანული ცენტრები დაცლილია და საარჩევნო კამპანიაშიც ვერ მიიღებს ამომრჩეველი მონაწილეობას. ტელევიზია აგვისტოში ისვენებს, ყურებადობა დაბალია 15 სექტემბრამდე. შესაბამისად, მხოლოდ სექტემბრის ნახევარი გვაქვს დებატების და პარტიების პრეზენტაციებისთვის, რაც არარეალურად მცირე დროა.
რატომ წაართვით ქვეყანას საარჩევნო კამპანიის მთელი ერთი თვე? არა აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს ელექტორატი, თუ ბრმას?
ვერაფერს იტყვი, ძალიან სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი მიდგომაა…"-წერს გვარამია.