ქალაქ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ -ახალგაზრდული სათათბიროს", "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა" და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით – ნატოს კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება – ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის? გაიმართა.
ინტელექტუალურ თამასში მონაწილეობა ქ.ოზურგეთისა და ოზურგეთის ინიციპალიტეტის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა მიიღეს. ღონისძოების თემატიკა NATO , NATO და საქართველოს ურთიერთობა იყო.
დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შემდეგ გამარჯვება სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ქ. ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მესამე ადგილი კი N4 საჯარო სკოლის გუნდს ერგო.
მიზანი ინტელექტუალური ღონისძიების ჩატარებისა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდებისთვის ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
ინტელექტუალურ თამასში გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა" და ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციებისაგან სიგელები, წიგნები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.