სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანა, ჩოხატაურში, ავარიაში რამდენიმე წუთის წინ მოყვა.
ე.წ. ბახმაროს გადასახვევზე სასწრაფოს მანქანას შპს "ვასაძის პურის" კუთვნილი მიკროავტობუსი დაეჯახა.
შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა, თუმცა, მძღოლებს შორის რამდენიმეჯერ შელაპარაკება მოხდა. ადგილზე მოსულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, ორივე მხარე საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა.
პატრულ-ინსპექტორების განმარტებით, დამნაშავე მძღოლის ვინაობა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაირკვევა.