ჰოლანდიაში ევროკავშირისა და უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის სავაჭრო ბარიერების მოხსნას. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარება ევროსკეპტიკოს აქტივისტების ინტერნეტ პეტიციამ გამოიწვია, რასაც 450 000 ადამიანი ხელს აწერს.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელი არ იყო, რადგან ჰოლანდიის პარლამენტმა ევროკავშირისა და უკრაინის შეთანხმება უკვე დაამტკიცა, მაგრამ კენჭისყრა ევროკავშირის მიმართ საზოგადოების აზრის გამოსაცდელად მაინც ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმის შედეგი იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, თუ ამომრჩეველთ აქტივობა 30%-ს გადააჭარბებდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტესის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, მაგრამ ხმის მიცემა სავალდებულო არ არის.
"ჩემი აზრით, იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველთა აქტივობა 30%-ზე ოდნავ მეტია, ასეთი გამარჯვების რატიფიკაცია განხილვის გარეშე ვერ მოხდება,"_განაცხადა რუტესმა.
ამავე თემაზე:
ჰოლანდიაში უკრაინისთვის სავაჭრო ბარიერების მოხსნის შესახებ რეფერენდუმი ტარდება