ბრიუსელში მომხდარ ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროპარლამენტის ინფორმაციით, 2009 და 2010 წლის ზაფხულში, ერთი თვით დასუფთავების სამსახურში ვინაობის გამხელის გარეშე მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი 25 წლის ბელგიელი ნაჯიმ ლააჩრაუი იყო და მან თავი ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ქვეყანას იცავს და აცხადებს, რომ ბელგია არ შემდგარო სახელმწიფო არ არის.
როგორც ცნობილია, 22 მარტს, ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.































































