საფრანგეთში პროსტიტუცია იკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული კანონი საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა.
როგორც ცნობილია, კანონის მიხედვით, სექს მუშაკებისთვის წელიწადში 4, 8 მილიონი ევრო გამოიყოფა, რაც მათ სხეულით ვაჭრობისთვის თავის დანებებაში უნდა დაეხმაროს.
გარდა ამისა, კანონის დარღვევის შემთხვევაში კლიენტებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთის სექს მუშაკების გაერთიანებულმა კავშირმა წევრებსა და მხარდამჭერებს რეპრესიული კანონის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, დებატები ამ თემაზე საფრანგეთის პარლამენტში ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო და როგორც პარლამენტარებში, ასევე სექს მუშაკებში დაპირისპირება გამოიწვია.
FRANCE 24-ის ცნობით, კანონპროექტის ავტორი დეპუტატი მაუდ ოლივიერია.
მისი თქმით, კანონი ტრეფიკინგის მსხვერპლებს დაიცავს და სხეულით ვაჭრობისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
გარდა ამისა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უკეთეს განათლებას.
"პროსტიტუცია ძალადობაა, რომელიც კანონს არ აღიარებს, კანონის მიზანი პროსტიტუციის შემცირება და მენტალიტეტის შეცვლაა,"_დასძინა ოლივიერმა.