"ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’" გურიის ბიუროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტურ – ახალგაზრდული სათათბიროსა" და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ნატოს კვირეულის ფარგლებში გამართული ესეების კონკურსის – "NATO და საქართველო" გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვება შედგა.
კონკურსში მონაწილეობა ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა საინტერსო ნამუშევრები წარმოადგინეს NATO – საქართველოს ურთიერთობებზე.
ესეების კონკურსის გამარჯვებული N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა ხომერიკი გახდა. მეორე ადგილი N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნატა ჩიტაიშვილს ერგო, ხოლო მესამე ადგილზე N5 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ქუთათელაძე გავიდა.
კონკურსის ყველა მონაწილეს შემეცნებითი თემატიკის წიგნები და სიგელები გადასცა. ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კი თითოეულ მონაწილეს მეხსიერების ბარათები უსახსოვრა.