NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას 21% დადებითად, 48% საშუალოდ, 14 % ძალიან ცუდად აფასებს.
ამავე კვლევის მიხედვით, რომელიც 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მუშაობა გამოკითხულთა 34%-მა დადებითად შეაფასა, ხოლო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის მუშაობა 6-მა პროცენტმა მოიწონა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.