https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ხარვეზები რჩება საარჩევნო კანონმდებლობაში

10:04; 14.04.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საია საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის კუთხით ხელისუფლების საქმიანობას აფასებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით ხარვეზები რჩება. 

საიას ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით კვლავ რჩება გარკვეული ხარვეზები და საკითხები, რაც თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად უკეთ დარეგულირებას საჭიროებს. ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა გააჩინა პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები. ამიტომ საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პარტიებს შორის პოზიციების დაახლოებას.

ამასთან დაკავშირებით, მოცემულ ეტაპზე აქტუალურია შეფასდეს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები და ხელისუფლების საქმიანობა ამ კუთხით.

მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური გაერთიანებების არაერთგზისი მოწოდებისა, შექმნილიყო სათანადო სივრცე და შესაძლებლობა საარჩევნო საკითხებზე სამსჯელოდ და ხელისუფლებას არსებითი ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებები განეხორციელებინა საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც თავის მხრივ ფართო საზოგადოებრივ კონსენსუს დაეფუძნებოდა, ხელისუფლებამ არც ამჯერად განახორციელა. ძირეული ცვლილებები, რომელიც არსებითად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს, ამ ეტაპამდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, ღიად არის დარჩენილი: საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, მედია რეგულაციების, საარჩევნო დავების კუთხით არსებული მთელი რიგი პრობლემური საკითხები.

ხელისუფლებამ მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გათანაბრების და მაჟორიტარული არჩევნებისათვის ბარიერის გაზრდის გადაწყვეტილებები მიიღო, რომელიც ფრაგმენტულად, გაუმჭვირვალედ, საზოგადოების დაბალი ჩართულობის პირობებში წარიმართა. განხილვის სტადიაზეა ცვლილებები კიდევ ორი მიმართულებით, რაც სამხედრო ნაწილებში სპეციალური უბნების შექმნის აკრძალვის, ასევე იმ შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, საქართველოს პრემიერ მინისტრს თანამდებობის დატოვება აღარ მოუწევს, თუ ის პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოიპოვებს.

გასული პერიოდისგან განსხვავებით, დღემდე არ შექმნილა პლატფორმა, ფორმატი, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების საკითხებზე არსებითი მსჯელობა გაიმართებოდაფაქტიურად, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვები არ გამართულა. გამონაკლისი იყო სპეციალური უბნების რეგულაციების შეცვლის საკითხი, როდესაც უწყებათშორისი კომისიის ფორმატში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. თუმცა, მაგალითად, პოლიტიკურ გაერთიანებებს აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში და განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია.

ვინაიდან არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფდა კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების პროპორციულად ასახვას, ასევე დიდი იყო ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის საფრთხე, საარჩევნო სისტემა არაერთხელ გამხდარა როგორც საერთაშორისო,ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი.მიუხედავად იმ უპრეცენდენტო და ფართო კონსენსუსისა, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითზე 2015 წელს შედგა, რათა არსებული შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლილიყო, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემა არ შეცვალა და ეს პროცესი სამომავლოდ გადადო. ამის მიზეზად, უმთავრესად დასახელებული იყო არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო და ძირეული ცვლილებების განხორციელების სირთულე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შენარჩუნდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მოხდა ოლქების საზღვრების გათანაბრება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაწესდა 50% -იანი ბარიერი.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ოლქების გათანაბრებით ამომრჩევლის ხმის წონის თანაბრობა იქნა მიღწეული, რაც ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მრავალწლიანი რეკომენდაციის საგანს წარმოადგენდა, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეფორმა ვერ უმკლავდება არსებული საარჩევნო სისტემის გამოწვევებს.მიგვაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება მოქმედი საარჩევნო სისტემის პრობლემებს და კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას, რაც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია. მაგალითად, არ ხდება ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში, რაც ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, აღიშნული ცვლილებები არ არის საკმარისი ქვეყანაში უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და გარემოს ჩამოსაყალიბებლად.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების ახლებური ფორმირება არ დაეყრდნო ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს. არ არის ახსნილი მეთოდი, თუ რას დაეფუძნა საარჩევნო ოლქების ამგვარი დაყოფა და გაერთიანება, რაც საბოლოოდ ჯამში აჩენს კითხვებს საარჩევნო ოლქების ამ სახით ჩამოყალიბების მართებულობის შესახებ, ამასთან იწვევს საზოგადოების დაინტერესებას თუ რა გადაწყვეტილება გახდა მიღებული გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ყოველ კონკრეტლ შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა დაბალი საზოგადოებრივი ჩართულობის პირობებში, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო ოლქების გადასინჯვის საერთაშორისო სტანდარტს. ასევე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ოლქების დაყოფამ და შერწყმამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვიოს და დამატებითი ბარიერები შეუქმნას მოსახლეობას.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას შესაბამისი საარჩევნო ცვლილებები ექსპერტული დასკვნის მისაღებად მხოლოდ მათი კანონში ასახვის შემდეგ გადაუგზავნა. ვენეციის კომისიისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ერთობლივი მოსაზრების თანახმად, პოზიტიურად შეფასდა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გათანაბრება, რომელიც მანამდე არღვევდა ამომრჩევლის ხმის წონას, თუმცა აღინიშნა, რომ ცვლილებები არ მოიცავდა ნათელ მეთოდს ოლქების საზღვრების გადასინჯვისთვის, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცედურას ცესკოსთვის, რათა გადაეწყვიტა ოლქის საზღვრების დადგენა მისი კომპეტენციის ფარგლებში. მოსაზრებაში აღნიშნულია პროცესის გაუმჭვირვალობაზე, რაც მუნიციპალური ოლქების დაყოფასა და გაერთიანებას ახლდა.

აღნიშნული ცვლილებების გარდა, კიდევ ორი საკითხი განიხილება, რაც არჩევნებამდე ძალაში შევა. პირველი სამხედრო ნაწილებში სპეციალური უბნების შექმნის აკრძალვას უკავშირდება. მოცემულ საკითხზე ცვლილებების პროექტი შემუშავებული იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით, უქმდება სპეციალური უბნების შექმნის შესაძლებლობა სამხედრო ნაწილებში და უფრო დეტალურად განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურეთა არჩევნებში მონაწილეობის ცალკეული საკითხები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, არ იცვლება სამხედრო მოსამსახურეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არსებული პრობლემა. სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული სისტემით გამართულ არჩევნებში, ასევე, მერის/გამგებლის არჩევნებში მიუხედავად მათი განსხვავებული რეგისტრაციის ადგილისა. რითაც აღნიშნული კატეგორიის პირთა ხმებით შესაძლო მანიპულაციის რისკები ისევ რჩება.

და ბოლო ცვლილება, რაც ასევე ამ დღეებში პარლამენტში განიხილება, საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შეზღუდვის მოხსნის საკითხს ეხება, თუ ის საქართველოს პარლამენტის წევრობის სტატუსს მოიპოვებს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დღის წესრიგში აღარ დადგება მთავრობის დათხოვნისა და ახალი მთავრობის ფორმირების საჭიროება არჩევნებამდე დროის მცირე მონაკვეთში, თუმცა ამ საკითხის პარალელურად არ განიხილება და დაურეგულირებელი რჩება საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, მედია რეგულაციების, საარჩევნო დავების კუთხით არსებული პრობლემური საკითხები. შესაბამისად, უარყოფითად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან არ შეინიშნება აღნიშნულ თემებზე დისკუსიის გახსნის სურვილი და ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური ნება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და შექმნას პლატფორმა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სპექტრს შესაძელობა ექნებათ წარმოადგინონ და განიხილონ ის პრობლემური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დადებით გავლენას მოახდენს სამართლიანი და თაანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნაზე", _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა”

17:29; 8 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

15:53; 8 იანვარი, 2026
პოლიტიკა

პროკურორი: მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა

15:26; 8 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოება ევროკავშირის უსაფრთხოებაა

14:48; 8 იანვარი, 2026
პოლიტიკა

აშშ-მა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

00:05; 8 იანვარი, 2026

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის საქმე მოხვდა

"ოცნების ქალაქი" არის ერთ- ერთი ეპიდემიის ცენტრი"

ყველა სიახლე

Some of the 4000 Santa's that took part in the Variety Santa Run cross the finish line at The Sydney Opera House, today.
ზაფრანი

“სანტა კლაუს კროსი”

10:48; 9.01.2026
ზაფრანი

ცუდი მოგონებები დაანაკუწე!

10:39; 9.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „სტუმართმოყვარეობა“

10:30; 9.01.2026
სამართალი

“მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”

10:13; 9.01.2026
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად არის შეზღუდული მოძრაობა

9:44; 9.01.2026
ზაფრანი

უცნაური საპატარძლო

9:35; 9.01.2026
საზოგადოება

გიგა ავალიანის დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს

20:28; 8.01.2026
საზოგადოება

“იცით ჩემი შვილის საფლავის ქვაზე რა სურათი მაქვს?”- მოკლული მასწავლებლის დედა

17:52; 8.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა”

17:29; 8.01.2026
საზოგადოება

საქართველოს სახალხო არტისტი გაბრიელ მდინარაძე გარდაიცვალა

16:16; 8.01.2026
პოლიტიკა

სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

15:53; 8.01.2026
საზოგადოება

“დაკაბებული ტანკერის შემადგენლობაში 6 საქართველოს მოქალაქეა, გარემოებებს ვაზუსტებთ”

15:45; 8.01.2026
პოლიტიკა

პროკურორი: მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა

15:26; 8.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოება ევროკავშირის უსაფრთხოებაა

14:48; 8.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

14:27; 8.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო