"NDI-ს კვლევები არის ძალიან ნათელი სურათი იმისა, რაც ხდება რეალურად საქართველოში"- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, NDI-ს კვლევების შედეგებს.
"პრობლემები იმატებს, ეკონომიკური სიდუხჭირე მძლავრობს. სამწუხაროდ, ამის გამო ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა მეხუთე ადგილზეც კი გადაინაცვლა. ჩვენ აბსოლუტურად რაციონალურად ვუდგებით შედეგებს. ჩვენთვის ხალხის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ეს გამოკითხვებიც არის საზოგადოების განწყობა და ვფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" განწირულია. ეს შეფასებაც გამოხატავს იმას, რომ ფაქტობრივად ხელისუფლება დამთავრებულია" -ამბობს ვაშაძე "გურია ნიუსთან".