საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში დადებული პირობა, რომლის თანახმადაც პირადად უნდა შეესწავლა გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მონაწილეობა წამების კადრების საჯარო ჩვენებაში, პრემიერს დღეს "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა შეახსენა.
კვირიკაშვილის თქმით, მას შეისწავლა საკითხი, თუმცა, სალუქვაძის ამ პროცესში მონაწილეობა ვერ დააგინა. მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები მომავალშიც იქნება, მაგრამ "სამართლიანობის" პრინციპით.