საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაპირებების 100 %-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "ტაბულას" ხელმძღვანელის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა,
ჩერგოლეიშვილმა კვირიკაშვილს ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და აღნიშნა, რომ დევნილებისთვის მიცემული დაპირებები არ შესრულებულა, მათ შორის არც ტარიფების განულება მომხდარა.
"ვფიქრობ, დაპირებების 100 %-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება. რაც შეეხება ტარიფების განულებას, მე ვამბობ, რომ ჩვენი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა მომავალში გახდება უფრო მეტად ფოკუსირებული იმ ფენებზე, რომელსაც ეს უფრო მეტად სჭირდება. არ ვიცი, გასცა თუ არა ეს დაპირება ბიძინა ივანიშვილმა. დღეს ათასნაირი ინფორმაცია ტრიალებს. მე ამ ინფორმაციას გადავამოწმებ. რაც შეეხება დევნილებისთვის სოციალური უზრუნველყოფის დონეს, სწორედ ამიტომ სოციალური სიტემის მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.