საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის "რესპუბლიკელი" მინისტრების გათავისუფლებას არ აპირებს.
"არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები: ეს არის ერთთვიანი ვადა. თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ პერიოდისთვის სავარაუდოდ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.