ცოტა ხნის წინ ფილიპინურმა გაზეთმა "ფილიპინ სთარსმა" გამოთვალა და აღმოჩნდა, რომ განთქმული მოკრივე მენი პაკიაოს თითო დარტყმა, საშუალოდ, 52,7 ათასი დოლარი ღირს.
მთლიანობაში კი, ერთ ბრძოლაში აღებული ჰონორარი 20-25 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
გაზეთის ცნობით, თითო რაუნდში პაკიაო – 2 მილიონს, რინგზე გატარებულ ერთ წუთში – 694 ათასს, ერთ წამში – 11,5 ათასს დოლარს იღებს.