https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ არ არის საარჩევნო სიაში 159 ათასი ამომრჩეველი

11:04; 18.04.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საარჩევნო სიაში 3 543 732 ამომრჩეველია. თუმცა,  ამ სიის გარეთ ჯერჯერობით ისევ რჩება პრობლემური 159 ათასი ამომრჩეველი, რომლებმაც შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.

რა არის ამის მიზეზი, არის თუ არა ამომრჩეველთა ერთიან სიაში "მკვდარი სულები", რამდენი ამომრჩეველია საზღვარგარეთ, _ ამ და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, მამუკა სამხარაძეს ესაუბრა.

_ ბატონო მამუკა, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს, ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს 200 ათასი მოქალაქე საარჩევნო სიაში არ არის, რამაც შეიძლება არჩევნების შედეგზე გავლენა მოახდინოს. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, სად გაქრა ეს მონაცემები და რატომ?

_ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სერვისებისგანვითარების სააგენტო არ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელსაც თავისი ინიციატივით შეუძლია საარჩევნო სიაში მონაცემი ან დაამატოს, ან მოაკლოს. ჩვენ ვართ აღმასრულებელი ორგანო, რომელიც მოქმედებს კანონის შესაბამისად და ვასრულებთ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, ვის გულისხმობს თქვენთან ინტერვიუში ბატონი ლადო ბოჟაძე სიიდან "გამქრალ" 200 ათას ამომრჩეველში. ბოლო 2 წლის განმავლობაში 200 000 ადამიანი ერთიანი სიიდან ნამდვილად არ დაკარგულა. როგორც იცით, ჩვენ რეგულარულად ვაძლევთ ცესკოს ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს და ბოლო გადაგზავნილ მონაცემებს შორის ცდომილება საკმაოდ მცირეა _ 10 ათასის ზღვარს ეს არ ცდება. თუმცა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დაბადების დინამიკა. გარდა ამისა, ამ 10 ათასში შედიან არასრულწლოვნებიც, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი. რადიკალური ცვლილებები სიაში ნამდვილად განხორციელებულა.

_როგორც ბატონი ლადო ბოჟაძე ინტერვიუში აღნიშნავს 200 ათას ადამიანში არიან უმისამართოდ რეგისტრირებული პირები, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, ან რომელთა დოკუმენტსაც ვადა აქვთ გასული…

_ კანონმდებლობა სხვაგვარ ტერმინებს იცნობს. მაგალითად, უმისამართო ამომრჩეველი ნიშნავს, რომ პირი მისამართის გარეშეა რეგისტრირებული. გარდა ამისა, არ არსებობს ინტერვიუში გამოყენებული ტერმინი "შეჩერებული რეგისტრაცია", არსებობს რეგისტრაციიდან მოხსნა, ამასთან საარჩევნო კოდექსში არსებობს პირობა, თუ ადამიანს გაუქმებული აქვს ყველა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში მას არ აქვს საარჩევნო სიაში მოხვედრის უფლება. ადამიანი  უბრალოდ ვერ შეძლებს საარჩევნო უბანზე თავისი ვინაობის დადასტურებას, რადგან არცერთი დოკუმენტი ვალიდური  არ აქვს. მაგრამ ეს არ არის სააგენტოს გადასაწყვეტი, ეს ნორმა კანონის სახით არსებობს და ჩვენ ამას უნდა დავემორჩილოთ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, სამი სახის კატეგორია არსებობს: მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები და ადამიანები, რომლებსაც არცერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს ვალიდური. თუმცა, სამივე კატეგორიაშიც არ არის 200 000 მოქალაქე ჯამურად, 189 000 ადამიანია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ 189 ათას ადამიანიდან პრობლემურ კატეგორიად ნამდვილად ვერ ჩავთვლით, უმისამართოდ რეგისტრირებულ 30 ათასი ადამიანს, რომლებიც დღევანდელი კანონმდებლობის მოქმედი ნორმებით საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობენ და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. რეალურად შეიძლება ითქვას რომ პრობლემური 159 ათასი ამომრჩეველია. რაც შეეხება მეორე კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც ყველა დოკუმენტი აქვს გაუქმებული, რის გამოც მათ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ასეთი ჩვენს ბაზაში 60 ათასია.

ყველაზე დიდი მაჩვენებელი კი, ზემოთ აღნიშნული 159 ათასი ადამიანიდან, რეგისტრაციიდან მოხსნილი არის– 98 ათასი ადამიანი, ამდენივე იყო 2014 წელსაც. ამ ადამიანებიდან  გარკვეული ნაწილი მესაკუთრის მიერ არის რეგისტრაციიდან მოხსნილი, გარკვეული  ნაწილი რეგისტრაციიდან საცხოვრებელი სახლის ლიკვიდაციის გამო, საკმაოდ დიდი ნაწილი კი, ემიგრაციაში წასვლის გამო (12 ათასი ადამიანი) მოიხსნა. ემიგრაციაში მუდმივად წასვლა კანონმდებლობით არის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი. შესაბამისად არსებობს ალბათობა რომ ეს ადამიანები არ არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ციფრი არ არის ძალიან მზარდი ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული მონაცემი.  ემიგრაციაში წასვლის ასეთი ნებართვები 1990-იან წლებშიც გაიცემოდა.  

2012 წელს, დაუშვეს გამონაკლისი, როდესაც რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი ძველი რეგისტრაციის მისამართის მიხედვით შევიდნენ საარჩევნო სიაში, მაგრამ დააფიქსირეს თუ არა  მათ არჩევანი არ არის ცნობილი. რაც შეეხება ამ გამონაკლისის დაშვებას, ეს არ არის საკითხი რომელიც სააგენტომ უნდა განმარტოს, ეს ისევ საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.

_სიის გარეთ დარჩენილი მოქალაქეებიდან ყველას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?

_ დარჩენილი 159 ათასი ადამიანიდან, ყველას შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუ ისინი მივლენ და გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას, ან აიღებენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ამ ეტაპზე უფასოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრი დინამიურია და რამდენიც ახალ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს აიღებს, იმდენი არ აკლდება სიას, რადგან სხვას შეიძლება ეს დოკუმენტი გაუუქმდეს ან მოიხსნას რეგისტრაციიდან. თუმცა, მათაც საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ ახალი დოკუმენტის აღება.

_ აქვე გკითხავთ, უფასოდ პირადობის დამადასტურებელო დოკუმენტის აღება რომელი კატეგორიის ადამიანს შეუძლია და რა პროცედურების გავლა უწევთ მათ?

_ იუსტიციის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს, რომ არ გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს პროექტი, რომელიც პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მაგალითად, შარშან დავიწყეთ და წელსაც გვექნება აქტივობები, რომელიც ეხება როგორც საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციას, ასევე გარდაცვლილი პირების ამოღებას, საარჩევნო სიაში სურათების ხარისხის გაუმჯობესებას და სხვა ტიპის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც.ვცდილობთ იმ ადამიანებისთვის, ვასაც გაუქმებული აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  ან მოხსნილია რეგისტრაციიდან, საფასურის გადახდის გარეშე გადავცეთ ეს დოკუმენტი. 15 თებერვლიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ვისაც ყველა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუუქმდაან რეგისტრაციიდან არის მოხსნილი, შეუძლიათ მოვიდნენ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ  ცენტრებში, სერვისების განვითარების სააგენტოში და აიღონ ახალი პირადობის მოწმობები უფასოდ. დაახლოებით, 43 ათასი განაცხადი მივიღეთ ამ აქციის ფარგლებში 15 თებერვლიდან. ზემოაღნიშნულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ აქციით 30 ოქტომბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ოქტომბრის დასაწყისშია, ამ ეტაპისთვის, არ განიხილება ამ აქციის ვადის გადმოწევა, ამიტომ, ნებისმიერ გაუქმებული დოკუმენტების მქონე და რეგისტრაციიდან მოხსნილ სრულწოვან საქართველოს მოქალაქეს ოქტომბრის ბოლომდე შეეძლება დოკუმენტი უფასოდ აიღონ. ამჟამად მთლიანობაში 2 080 000 ადამიანი ფლობს ID ბარათ. ეს კი ხელს უწყობს საარჩევნოს სიების ბიომეტრიული მონაცემებით შევსებასდა სხვა ხარვეზების გასწორებასაც.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამ 2 080 000 ადამიანიდან, 760 ათას პირზეID ბარათი სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზე უფასოდ გაიცა, ასევე საფასურის გარეშე გადაიღეს ფოტო სურათები, რომელიც 3 ლარი ღირს.

რაც შეეხება ID ბარათის აღების პროცედურებს, თუ თქვენ არსად რეგისტრირდებით და უბრალოდ პირადობის მოწმობის გამოცვლა გსურთ, არანაირი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის საჭირო. ერთადერთი, თუ გაქვთ ძველი პირადობა, ეს უნდა მოიტანოთ, რომ მისი ფიზიკურად გაუქმება მოხდეს. თუ გსურთ რეგისტრაცია ამისთვის დამატებითსაჭიროა მესაკუთრის ან ორი სრულწლოვანი პირის თანხმობა.

_რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ან საზღვარგარეთ არიან რეგისტრირებულნი და აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რამდენია მათი რაოდენობა?

_ საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეიზლება ქონდეთ ორ კატეგორიად იყოფა – საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები და საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები. ბოლო მონაცემით, საარჩევნო სიაში ასეთი სულ 64 ათასი ადამიანია.

_ბოლოს როდის გაიგზავნა ცესკოში თქვენიდან ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ მონაცემები და რამდენი ამომრჩეველია დღეს ამ სიაში?

_როგორც იცით წელიწადში 4-ჯერ გვაქვს ცესკოსთვის მონაცემების მიწოდების ვალდებულება – 1 ნოემბერს, 1 თებერვალს, 1 მისს და 15 ივლისს. შესაბამისად, გეგმიურად, 1 თებერვალს გავაგზავნეთ ცესკოში მონაცემები. გადაგზავნილ სიაში სულ 3 543 732 ამომრჩეველია.

_ ბიომეტრული სიები ახსენეთ. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ბიომეტრული ფოტოთი რამდენი ამომრჩევლის მონაცემია?

_ 2 200 000 ამომრჩეველი  უკვე ბიომეტრული ფოტოსურათით არის სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ბიომეტრული პასპორტი ან ID ბარათი.

_ წინა არჩევნების დროს რამდენიმე ამომრჩეველმა  აღმოაჩინა, რომ თავისი სახელის და გვარის გასწვრივ სხვა ადამიანის ფოტო იყო. რატომ მოხდა ასე და ამ მონაცემებს თუ ასწორებთ?

_ხარისხობრივი მაჩვენებლების გასწორება სიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად პრობლემები აქვს ისეთ სურათებს, რომელიც ე.წ. დიგიტალიზაციის დროს მოხვდა ელექტრონულ ბაზაში. ეს ნიშნავს იმას, რომ  დოკუმენტის გაცემის საფუძველზე კი არ მოხვდა სიაში, ჩვენ ძველი არქივების დიგიტალიზაცია მოვახდინეთ და ხელით შევიტანეთ ფოტოები სიაში. როგორც ჩანს, მექანიკური შეცდომები დავუშვით. ID ბარათის ან პასპორტის გაცემის დროს კი, ეს ავტომატიზირებული პროცესია და აქ შეცდომები გამორიცხულია. 1990-იან წლებში დოკუმენტის გაცემა ხომ მატერიალურ საქმისწარმოებაზე დაყრდნობით წარმოებდა და ჩვენ ამ მონაცემების შეტანა მოგვიხდა ელექტრონულ ბაზებში. ამ დიგიტალიზირებულ მონაცემებში არსებობს ძალიან მცირე ცდომილებები, რომელზედაც კვლავ ვმუშაობთ. აღსანიშნავია რომ წელსაც გვაქვს მსგავსი პორეტი, რომელიც2015 წლის 20 ოქტომბერს დავიწყეთ და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მალე სხვადასხვა ჯგუფებთან პირველადი შედეგების პრეზენტაციას  გავმართავთ. ამ  პროექტის ფარგლებში აქცია გვაქვს უხარისხო სურათების შეცვლასთან დაკავშირებითაც. როდესაც ადამიანებთან სახლში მივედით, გადავუღეთ ფოტო და დავუმზადეთ ID ბარათი. ამ აქტივობების შესახებ კონკრეტულ მონაცემებს პროექტის დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ.

_ რაშეგიძლიათ გვითხრათ ე.წ. მკვდარ სულებთან დაკავშირებით?

_ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ამ საკითხზე, ბევრი აქტივობა გვაქვს წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ჩატარებული და ეს იმ პროექტშიც, რომელიც ზემოთ ვახსენე, არის ერთ-ერთი აქტივობა, ე.წ. გამოვლენა იმ გარდაცვლილი ადამიანების, რომლებიც სიაში არიან. დარწმუნებული ვარ, იდენტიფიცირებული გარდაცვლილი საარჩევნო სიაში ბევრი არ არის.  იდენტიფიცირებულ გარდაცვლილში ვგულისხმობ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან და არიან სიაში მაინც. დღესდღეობით, გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რაც ელექტრონულად იგზავნება. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია გამოაგზავნოს ცნობა პირის გარდაცვალების შემთხვევაში. პროცესი ელექტრონულია და სიიდან გარდაცვლილის მონაცემის ამოღება ავტომატურად ხდება. რაც შეეხება ძველ ისტორიას, ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი და ახლაც მუდმივად ვმუშაობთ. მაგალითად, წელს გვქონდა აქტივობა, რომ გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდანისეთი ადამიანების მონაცემები, ვისაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ აუღია პენსია ან დევნილის დახმარება, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ შეიძლებოდა ეს ადამიანები გარდაცვლილები ყოფილიყვნენ. დევნილ პირებთან მიმართებაში განსაკუთრებით კრიტიკულად დგას საკითხი, რადგან თუ ადამიანი  საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა, მაშინ ამ ინფორმაციის  მოწოდება ავტომატურ რეჟიმში ვერ ხდება, რადგან იქ არ არის ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები. ჩვენ გავაკეთეთ ე.წ. სავარაუდო გარდაცვლილ პირთა წრე, სადაც 600 ადამიანამდე იყო.  გასული წლის ბოლოს (ნოემბერი,დეკემბერი), ამ პროექტის ფარგლებში, ყველა ამ ადამიანის მისამართზე მივედით და შევამოწმეთ ამ ადამიანების სტატუსი. დაახლოებით 210-მდე ადამიანი მართლაც გარდაცვლილი აღმოჩნდა, 131 კი ცოცხალი. დანარჩენი მისამართების მოძიება ვერ ჯერჯერობით მოხერხდა, რადგან სრულად დაზუსტებული არ იყო, ახლა მიმდინარეობს გარკვეული ნაწილის დაზუსტება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ პირებთან დაკავშირებით გარდაცვალების ფაქტი ვერ დადასტურდა, რადგან ზოგი მათგანი საზღვარგარეთაა, მაგრამ ნაცნობებმა ან მეზობლებმა არ იციან გარდაიცვალა თუ არა, ამიტომ ისინი დაუზუსტებელ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.

_ყველა მუნიციპალიტეტი შემოწმებულია?

_ შესამოწმებელი დაგვრჩა მესტიის მუნიციპალიტეტი, რადგან ზამთარში ვახორციელებდით პროექტს და ამ დროს მესტიის შემოწმება შეუძლებელი იყო.  მობილური ჯგუფები ახლა მუშაობენ ადგილზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ახლა პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის გარდაცვალების ოქმის მოწოდების ვალდებულების დაკისრების შესახებ. ამ ცვლილების საფუძველზე მუნიციპალიტეტებს ენიჭებათ უფლებამოსილება, პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ცნობა. ეს ნორმა კანონში არსებობდა, თუმცა თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებისას ამოიღეს, ახლა ისევ იქნება კანონში. ნორმა მნიშვნელოვანია, რადგან იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არასამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვლება, მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდოს ინფორმაცია ოქმის სახით. ეს კი რეგისტრაციიდან მოხსნის და სიიდან ამოღების საფუძველი გახდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ ტერიტორიაზე გარდაიცვალა ვინმე რაც არ არის ცნობილი სააგენტოსთვის, ეს ინფორმაციაც მოგვაწოდონ. ე.წ. ერთჯერად აღრიცხვას მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად აქტივობას ზაფხულში განვახორციელებთ.

ძირითადი შემთხვევები, რომლის აღრიცხვაც პრობლემური საზღვარგარეთ გარდაცვალების შემთხვევებია. ეს ადამიანები შეიძლება ჩამოასვენონ საქართველოში შეიძლება  – არა. ამ მიმართულებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და ამ სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტში არსებობს საფუძველი, რომ კიდეც რომ არ მოვიპოვოთ გარდაცვალების მოწმობა, თუ ჩვენი საკონსულო წარმომადგენლობისთვის გახდა ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შესახებ, მათ აქვთ ვალდებულება ეს ინფორმაცია მოგვაწოდონ და ჩვენ აღვრიცხავთ გარდაცვლილებად და შესაბამისად, ისინი სიაში ვერ ხვდებიან. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებულ მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი გამართულად მუშაობს და ჩვენ ამ ინფორმაციას 99,9%-ში ვიღებთ.

ამავე თემაზე:

რამდენი "მკვდარი სულია" ამომრჩეველთა ერთიან სიაში

რა ხარვეზები რჩება საარჩევნო კანონმდებლობაში

საქართველოს რამდენი მოქალაქე წავიდა საზღვარგარეთ სამუდამოდ

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გურიის სარკმლიდან დანახული ქართული სიტყვის იდუმალების ძალა

"ამომრჩეველს ჰქონდა განცდა, რომ ჩემ კონკურენტ მამაკაცს მეტი შეეძლო"

ყველა სიახლე

მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი დააკავა

10:12; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო- დაკავებულია გერმანიის მოქალაქე

10:07; 7.12.2025
საზოგადოება

ეკატერინობაა!- ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

10:02; 7.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა გახარიამ, რაც შეეხება 2024 წელს, ყველაფერი არის უცხადესი

9:52; 7.12.2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

9:37; 7.12.2025
საზოგადოება

ავტობანზე ავტომობილი ამოყირავდა

9:08; 7.12.2025
ზაფრანი

„ეროსი მომიტრიალდა და შენ აღარა ხარ საჭირო, წადი ლექციებს მიხედეო“

9:00; 7.12.2025
ზაფრანი

თბილისური ქეიფი

8:52; 7.12.2025
საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო