სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებს ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.
შეხვედრის დასასრულს ტარიელ ხეჩიკაშვილმა ვეტერან სამბისტს გმირი ხაჩიძეს 80 წლის იუბილე საპატიო სიგელით მიულოცა. ვეტერანი სამბისტი პრესკონფერენციას ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა, ამიტომ ჯილდო მისმა შვილმა მიიღო.
საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ორივე ასაკობრივი ნაკრები შესანიშნავად გამოვიდა და ჯამში 18 მედალი მოიპოვა – 8 ოქრო, 3 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. ჭაბუკთა ნაკრების ანგარიშზე 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა. ახალგაზრდული ნაკრების – 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, ახალგაზრდული ნაკრები კი მეორე ადგილზე.
ჭაბუკები
ოქრო – ჯაბა პაპინაშვილი (52), საბა გრიგალაშვილი (56), ირაკლი ხერგიანი (60), ლევან გუგავა (65), ნიკა სიდამონიძე (87).
ვერცხლი – გიორგი გოგოლიძე (+87).
ბრინჯაო – გიორგი ჭუმბურიძე (48), ზვიად თევდორაშვილი (70), დიმიტრი კობაური (75)
ახალგაზრდები
ოქრო – ირაკლი კუპატაძე (57), იასე კვირიკაშვილი (90), დავით ოზბეთელაშვილი (+90).
ვერცხლი – აკაკი გიგატაძე (48), გიორგი მირუაშვილი (52).
ბრინჯაო – ილია შუბითიძე (62), გიორგი მეტრეველი (68), ოთარ გოგისვანიძე (82), დავით რაზმაძე (+100).