თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლადო პაპავას განცხადებით დედაქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო და ძლოვანი უწყებები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ:
"სამთავრობო წრეებში სურდათ, რომ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულიყო გაზგასამართი სადგური და სწორედ ამ თემაზე დაიწყო დაპირისპირება უნივერსიტეტის რექტორთან.
ჩემთვის მოულოდნელი იყო გაზგასამართი სადგურისთვის უფლების მიცემა უნივერსიტეტის სივრცეში და მერე თავგამოდებითი დაცვა, რომ თურმე ეს არანაირ ნომებს არ არღვევს. ამას აკეთებდნენ სამთავრობო სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლები _ ქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო.
არ მგონია, უშუალოდ მინისტრები ყოფილიყვნენ ჩართული, მაგრამ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ლობირებდნენ. პროცესები უნივერსიტეტში, რაც ბოლო პერიოდში წარიმართა, იყო მართული არა მარტო ძალოვანი უწყებების მხრიდან", _ განაცხადა ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.