ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას WASHINGTONPOST ავრცელებს.
როგორც ცნობილია, წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად ტახარის, ბადგისის და სამანგანის პროვინციები დაზარალდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტიქიას ტახარის პროვინციაში 13, ბადგისში 19, ხოლო სამანგანში 6 ადამიანი ემსხვერპლა.