BBC-ის ინფორმაციით,უკრაინის სასამართლომ რუსული სპეცსამსახურის ორ ჯარისკაცს ტერორიზმის ბრალდებით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაუწყებლის ცნობით, ალექსანდრე ალექსანდროვი და ევგენი იეროფეიევი აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვედ გასული წლის მაისში აიყვანეს.
როგორც ცნობილია, რუსეთი უარყოფს უკრაინაში სამხედრო შენაერთების გაგზავნას და აცხადებს, რომ დაკავებულები მოხალისეები იყვნენ, ვინც აქტიური სამხედრო სამსახური დატოვა.
გავრცელებული ცნობით, გასულ თვეში რუსეთის სასამართლომ, უკრაინელ სამხედრო პილოტს, ნადია სავჩენკოს, რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდებით 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
BBC-ის ცნობით, არსებობს ვარაუდი,რომ ის შეიძლება გაცვალონ ორ რუს სამხედროში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში დაატყვევეს.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: