იერუსალიმში ავტობუსის აფეთქებას 10 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ცნობილია, ისრაელის სამხედრო ძალებსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის დაძაბული ურთიერთობაა.
გავრცელებული ინფორმაციით,შეტაკებების შედეგად ოქტომბრიდან დღემდე 200-მდე პალესტინელი, 28 ებრაელი და ორი ამერიკის მოქალაქე დაიღუპა.