32 წლის გია ბერძენიშვილის ოპერაცია, რომელსაც არდიომეოფატია აქვს, წარმატებით დასრულდა. ოპერაციისთვის საჭირო თანხა კეთილი ადამიანების დახმარებით შეგროვდა.
ნატო კვინტრაძე, ნიკოლოზ გოდფრეი, ირაკლი სოფრომაძე, თეა რუსიტაშვილი, თეონა ბებია, ლევან აშოთია, ლევან ჟიჟიაშვილი, ია იაკობაშვილი, ნანა თოთიბაძე, დავით სულთანიშვილი, მაგდა მჭედლიძე, ნინო ქავთარაძე, ამირან გაბისონია, ზურაბ შაიშმელაშვილი, აკაკი სიხარულიძე, არჩილ ბაკურაძე, ილია ივანისელი, მაია გრიგოლია, ნანა მძინარიშვილი, თინათინ ნიორაძე, თამარ მარანელი, გიორგი ჭაჭიაშვილი, მარიამ ჯორჯაძე, მაია უძილაური, ნატო ასათიანი, გურანდა ბერძენიშვილი, გულნარა ჩოფლიანი, ლევან შარვაძე, მარიამ ძიმისტარიშვილი, ნატა ბიწკინაშვილი, გიორგი გვარამაშვილი, თეა მიმინოშვილი, დავით ანთიძე, როლანდ გოგოლაძე, მარი იამანიძე, ნოდარ ნარიმანაშვილი, ვლადიმერ კერვალიშვილი, ლაშა შურღაია, შაქრო კალანდაძე, ვიოლა დელიბაშვილი, გიორგი კახნიაშვილი, გიორგი კახნიაშვილი, გიორგი გიორგაძე, ლია ჯახველაძე, ხათუნა მუჯირი, დავით სამხარაშვილი, ივანე ნოზაძე, თათია ფირაშვილი, მარიამ სუხაშვილი, ნატო ჩადუნელი, ნათია მარტინენკო, ირაკლი გოგია, ლევან კანკია, დავით მდინარაძე, ნინო ხელაძე, ზვიად მესტვირიშვილი, ჟანა კვაჭაძე, ირაკლი ხიზანიშვილი, ანნი მირცხულავა, ვლადიმერ მენთეშაშვილი, გიგა სოფრომაძე, ტარიელ ჯადუგიშვილი, შოთა ჯავახია, გიორგი ღლონტი, თამარ მგალობლიშვილი, მაკა ჟუჟუნაშვილი, იანა ემხვარი, გიორგი კიკვაძე, გიორგი ადამია, ნინო ჯაფარიძე, ნინო კვანტრიშვილი, თამარ ჭარბაძე, გიორგი ჩხაიძე, გიორგი მაჭარაშვილი, სალომე პატარიძე, ვლადიმერ აშოთია, ლიანა ბეკურაშვილი, დავით არობელიძე, ნინო გითოლენდია, მარიამ ბერუჩაშვილი, ვაჟა ჭიოტაშვილი, თამთა პატიაშვილი, ლევან კაპანაძე, არჩილ ინწკირველი, თამარ ჭითანავა, თამარ შანიძე, ირაკლი აბაშიძე, მედეა გუგუშვილი, გიორგი წიკლაური, დავით მამამთავრიშვილი, თინათინ ბედოიძე, სალომე ჭურაძე, ანი ბრეგაძე, მარიამ ჩიჩუა, თამარ სირია, ანტონ ბალანჩივაძე, მამუკა მანიჟაშვილი, ლევან ჩაჩუა, კონსტანტინე კალანდია, დავით მაჩაბელი, სოფიო დევიძე _ ამ ადამიანებმა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, გია ბერძენიშვილის ანგარიშზე თანხები მას შემდეგ ჩარიცხეს, რაც 32 წლის ახალგაზრდის შესახებ „გურია ნიუსმა“ სტატია გამოაქვეყნა.
გიას, ასევე, 500 ლარით დაეხმარა „ლიბერთი ბანკი“, 1000 ლარით _ გურამ ჩალაგაშვილი, 1500 ლარით _ გიორგი შამუგია, 2500 ლარით _ კახი კალაძე, 1000 ლარით _ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი "GURIAN NICE KIDS“.
აღსანიშნავია, რომ მაია სიხარულიძის ინიციატივით, გიას დასახმარებლად ბათუმში საქველმოქმედო კონცერტიც მოეწყო და შემოსული თანხა _ 300 ლარი მის ანგარიშზე უკვე ჩაირიცხა.
_ ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენი დახმარებით მე ვიცოცხლებ და მესამე შვილის დაბადებასაც ვნახავ. უფრო მეტიც, ექიმმა მითხრა, რომ ჩემს გულს განკურნების დიდი შანსი აქვს და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა „გურია ნიუსს“ და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემს დასახმარებლად თანხები გაიღეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიამ.
აღსანიშნავია, რომ გიას დასახმარებლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც მზად იყო, თუმცა ბიუჯეტიდან თანხის გადმორიცხვა საჭირო აღარ გახდა _ საზოგადოების გაერთიანებამ და სიკეთემ საჭირო თანხის მობილიზება 3 დღეში შეძლო და გიამ ოპერაცია დაგეგმილზე ადრე გაიკეთა.
_ თქვენი დახმარებით თანხა საჭიროზე მეტი შემიგროვდა, რაც ძალიან გამომადგება. სამ თვეში ერთხელ კონსულტაციაზე უნდა ვიარო. თითო ჩასვლა 150 ლარი ჯდება და ახლა, ამ თანხის შოვნაც და ამაზე ნერვიულობაც არ დამჭირდება, _ დასძინა გიამ.