გასულ უქმეებზე საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს კარატეში, რომელშიც 8 ქვეყნის 650 – მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის გურიის რეგიონის კარატისტებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მთლიანობაში ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხეს, რაც უადოვოდ დიდი წარმატებაა გურიის კარატეს ფედერაციისთვის.
"OPEN TBILISI"-ის, ჩემპიონები გახდნენ გუგა ივანაშვილი და გიორგი ჩხაიძე,
ვერცხლის მედლები ლუკა ლომაძემ, გიორგი ზენაიშვილმა და ნიკა ჩხაიძემ ირგუნეს, ხოლო მერაბ ლომაძე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.