გურიის გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის განცახდებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესო ქათამაძე გამოეხმაურა:
"ქართული ოცნება" ბარბარე რაფალიანცის სისხლის ფასად მოვიდა ხელისუფლებაში. მინდა შევახსენო გუბერნატორის მოადგილე ერქომაიშვილს, ასე თავმოწონებით რომ საუბრობს "ქართულ ოცნებაზე," ის ოზურგეთში პირადად მფარველობს ზონდერ ბრიგადებს და გამორჩეულ მეკომბლებს. მისი რეკომენდაციით მათ ასაქმებენ კიდეც, მაგალითად ჩვენს ოფისზე თავდასხმის ორგანიზატორები დაასაქმეს. სულ ახლახან კი ერთ-ერთი მათგანი ნასაკირალის რწუნებულის თანაშემწედ 3თვიანი ხელშკრულებით აიყვანეს. რაც შეხეება საარჩევნო პროცესს, ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, რისი ნათელი მაგალითი ნასაკირალიცაა, სადაც პრაკტიკულად პოლიციურ რეჟიმში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი კარდაკარ დადიან პოლიციელები და “ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერას სთხოვენ მოსახლეობას, დაშინებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, რადგან ახალგაზრდების უმრავლესობამ სოფელიც კი დატოვა ამის გამო"- ამბობს დეპუტატობის კანდიდატი.