თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლადო პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები პოლიტიკური ჩარევის გარეშე არ ჩაივლის. ამის შესახებ პაპავამ სამწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
"რექტორის არჩევნები არ ჩაივლის პოლიტიკური ჩარევის გარეშე, იმიტომ რომ უნივერსიტეტით დაინტერესება არის ძალიან დიდი, ხოლო პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, აქედან ერთხელ ჩვატარეთ საპარლამენტო და საპრეზდენტო არჩევნები მშვიდობიანად. დიდი იმედი მქავს, რომ ასევე მშვიდობიანად ჩატარდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. ეს ჩემი პირადი ოცნებაა და მინდა ასე იყოს. მაგრამ როცა ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, ნურაფერი გაგიკვიდრებათ,"- განაცხადა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს რექტორის არჩევნები ხვალ გაიმართება. რექტორობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, დარეჯან თვალთვაძე, გიორგი ანდრიაძე, ცირა ბარამიძე და ლევან გორდეზიანი.