თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლადო პაპავას განცხადებით, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის უნივერსიტეტის პროფესორად დარჩება. როგორც პაპავამ სამწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე მის გეგმებში პოლიტიკაში დაბრუნება არ შედის.
"იმ დღიდან, როცა რექტორი არ ვიქნები, ვაპირებ მაინც დავრჩე უნივერსიტეტის პროფესორად, ეს ძალიან საამაყო თანამდებობაა. გავაგრძელებ საქმიანობას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, როგორც ერთ-ერთი რიგითი პროფესორი, მყავს ძალიან კარგი სტუდენტები, ვარ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, რითაც ვამაყობ. საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და ნამდვილად არ ვარ ახლა იმაზე ორიენტირებული რომ პოლიტიკაში დავბრუნდე. თუმცა მაინც ვიცი ფორმულა "არასოდეს თქვა არასოდეს", მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. ეს რომ არ იქნება 20016 წელს, ნამდვილად ვიცი."– განაცხადა პაპავამ.