თუ სტუდენტებზე მართლა ხდება ზეწოლა, ეს არის კატასტროფა და ძალიან ცუდი. ვიმედოვნებ, რომ თუ ეს ფაქტები დადასტურდება, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. მეტი ინფორმაცია სტუდენტების განცხადებასთან დაკავშირებით არ გამაჩნია."-განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ "აუდიტორია 115 "-ის წევრებმა გუშინ გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც აუდიტორიის წევრების ოჯახებზე ზეწოლა ხორციელდება. მათ სამსახურებიდან დათხოვნით ემუქრებიან, თუ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს მათი სტუდენტი შვილები არ ჩამოშორდებიან.