სამართლადამცეველებმა კოჯორში მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა მოსხმული.
ადგილობრივები ამ შემთხვევას, 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რის შედეგადაც დედა-შვილი გაუჩინარდა. დედა თბილისის ზღვაზე იპოვეს ყელგამოჭრილი, შვილის კვალს კი სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებაში კომენტარს დღის ბოლომდე გააკეთებენ.