საკონსტრიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე გააკეთა.
მისივე განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულო აღნიშნული საკითხის განხილვას მომდევნო სხდომაზე არ მიუბრუნდება.
საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას საკრებულოში კენჭი უნდა უყარონ.