უეინ რუნის გოლი "მანჩესტერ სიტის" კარში პრემიერლიგის არსებობის ბოლო 20 წლის პერიოდში საუკეთესოდ აღიარეს.
"მაკრატელა" დარტყმით გატანილი გოლი 2011 წლის 12 თებერვალს მანჩესტერული დერბის დროს გავიდა და ალექს ფერგიუსონის შეგირდებს მოგება მოუტანა.
საუკეთესო გოლის გამოსავლენ გამოკითხვაში 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და, ხმათა უმრავლესობით – 26 პროცენტით, რუნიმ გაიმარჯვა.
მეორე ადგილზე "არსენალელი" დენის ბერხკამპის ფენომენური გოლი გავიდა, რომელიც მან 2002 წელს "ნიუკასლს" გაუტანა.
მესამე ადგილზე – ასევე "არსენალელი" ტიერი ანრის "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში 2000 წელს გატანილი გოლი გავიდა.