CNN-ის ინფორმაციით, ტერორისტულმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის ტელე არხ TOLO-სა და ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტები მიზანში ამოიღო.
როგორც არხის ოპერატორმა, უალ აირანმა, CNN-თან საუბრისას თქვა, მან მუქარის შემცველი გზავნილი მიიღო
"მე მივიღე შეტყობინება,რომლის მიხედვითაც "თალიბანის" მებრძოლებს ჩემი მოკვლა და თავის მოკვეთა აქვთ ნაბრძანები," _თქვა ოპერატორმა.
როგორც ცნობილია, ტერორისტული მოძრაობა უკვე წლებია რაც მედიას ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 იანვარს "თალიბანის" მიერ მაუწყებლობის კუთვნილი ავტობუსის აფეთქების შედეგად 7 თანამშრომელი დაიღუპა,ხოლო 26 დაშავდა.