გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან და 22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება: წვიმა, ზოგან ელჭექი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.
22 აპრილს ჰაერის ტემპერატურა იქნება +10, +15° გრადუსი. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მოთოვს. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.
23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.