საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოჯორში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი 2014 წელს გაუჩინარებული გურამ კვეზერელისაა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს.
შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მკვლელობა ფულის დაუფლების მიზნით მოხდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ძიება ორი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ მომხდარში ბრალდებულებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი უცხოეთში იმყოფება და მისი ექსტრადირებისთვის ღონისძიებები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, დედა-შვილის მკვლელობა 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მოხდა. გურამ კვეზერელის დედა მკვლელობიდან მალევე აღმოაჩინეს, ხოლო თავად კვეზერელს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებდნენ.
ამავე თემაზე:
ცხედარი მთლიანად დაფერფლილი იყო – კოჯორში მომხდარი შემთხვევის ახალი დეტალები