სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, იმერეთს გუბერნატორის პირველი მაოდგილე პაატა ნადირაძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის "ჯანელიძეების" წევრებს შეხვდნენ და მათი სათბურები დაათვალიერეს.
კოოპერატივის კუთვნილი სათბურების საერთო ფართი 3 ჰა-ს შეადგენს. დახურულ გრუნტში ბოსტნეულს და სხვადასხვა სახის მწვანილს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ საბითუმო ბაზრებზე ხდება. შპს "ჰერბიასთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გადის. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, პროდუქციის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 190 ათას ლარამდე შეადგინა.
პროდუქციის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის, კოოპერატივი ღია გრუნტში წარმოების დაწყებასაც გეგმავს.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებს შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების ხელშეწყობა უნიშვნელოვანესია. კოოპერაცია ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლების უზრუნველყოფის წინაპირობაა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "ჯანელიძეები" არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარედეს წარმოება და საქართველო გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნა", _ განაცხადა ოთარ დანელიამ.
კოოპერატივი "ჯანელიძეები" 2015 წლის ივნისში შეიქმნა, მასში 6 მეპაიეა გაერთიანებული. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კოოპერატივის წევრთა 25-მდე გაზრდა. კოოპერატივი სახელმწიფო სტატუსის მატარებელია და შესაბამისად, სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობს.
დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 1214 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. იმერეთის რეგიონში ჯამში შექმნილია 117 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროებს სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა წარმოადგენს.
(R)