თსუ-ს ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში წინასწარი შედეგებით დარეჯან თვალთვაძე ლიდერობს. როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ხმების ნახევარზე მეტი უკვე დათვლილია.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში 4 კანდიდატი – დარეჯან თვალთვაძე, ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი და გიორგი ანდრიაძე მონაწილეობდა.
ცნობისთვის, თვალთვაძეს ამ დრომდე პრორექტორის თანმადებობა ეჭირა.
თსუ-ს რექტორის არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ თსუ- ს აკდემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.




























































